
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა საშემოდგომო სესიაზე განსახილველ მთავარ საკითხებზე იმსჯელეს. კერძოდ, კანდიდატის სტატუსთან, ასევე დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ დეტალებზე.
საუბარი შეეხო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. აღინიშნა, რომ ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას, რის შემდეგაც დოკუმენტები შესაბამისი დასკვნისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს საპენსიო ფონდთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადავადებაზე, რასაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს.
თაგები:
ქართული ოცნება
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს