Logo

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

პოლიტიკა
28.07.2021 / 15:03
Frontnews image description

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. მოძრაობა “სირცხვილიას” და “შეცვალეს” წევრებმა კვლავ მოითხოვეს მედიაზე ზეწოლის შემთხვევების გამოძიება. 

 

მათ 5 ივლისის ძალადობის ფაქტები გააპროტესტეს და ორგანიზატორების დასჯა მითხოვეს. 

 

“თუ საქართველოში, ნებისმიერ ქვეყანაში, მედია არ იქნება დაცული, ვერც ერთი ამ ქვეყნის მოქალაქე დაცული ვერ იქნება, ვინაიდან თავისუფალი მედია არის ჩვენი, თითოეული ადამიანის დაცვის ერთადერთი გარანტი დღეს. 

 

ვეცდებით, რომ ეს პროტესტი იყოს რაც შეიძლება გრძელვადიანი, პრინციპული, მანამ, სანამ მთავარი მოთხოვნა, რომელიც მედიაკორპუსთან ერთად დააყენა საზოგადოებამ, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება გადადგომის შემდეგ და ამასთან ერთად, ორგანიზატორების დასჯა არ იქნება შესრულებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს წინასაარჩევნო გარემოს მსგავსს ვითარებაში ჩატარება”, – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები