
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ის მცხოვრებლებს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. კერძოდ, განიხილეს ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ში არსებული სკვერისა და სტადიონის რეაბილიტაციის გეგმა.
ზუკა რურუას განცხადებით, სკვერი და სპორტული მოედანი სრულად მომავალ წელს განახლდება.
“წარმოვადგინეთ რენდერები, რომლებიც სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაციას ეხება. უშუალოდ ადგილობრივ მოსახლეებთან ერთად განვიხილეთ სკვერისა და სტადიონის ესკიზი, რომლის მიხედვითაც რეაბილიტირდება შიდა ეზო. სკვერი და სპორტული მოედანი სრულად მომავალ წელს განახლდება”, – განაცხადა ზუკა რურუამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე, ვაკის მაჟორიტარი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს