
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ნიკოლოზ ყიფშიძის N2-4 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
“გვერდში დგომისთვის მზადყოფნა გამოვუცხადე მოსახლეობას. ჩემთვის პატივია, რომ მომეცა საშუალება წვლილი შევიტანო ჩვენი ქალაქის განვითარებაში. ვისაუბრეთ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე, როგორც საქართველოში ისე რეგიონში. ვისაუბრეთ სწორი ღირებულებების პატივისცემაზე, მშვიდობის დაფასებასა და რაც მთავარია, მის შენარჩუნებაზე. წარმატებები ჩვენს გუნდს!“- განაცხადა ზუკა რურუამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე, ვაკის მაჟორიტარი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.
თაგები:
ზუკა რურუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს