
ავტორი
Front News საქართველო
ქართულმა გუნდმა “მებრძოლმა” ძიუდოს ყველაზე პრესტიჟული გუნდური შეჯიბრი “ჩემპიონთა ლიგა” მოიგო.
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში იბრძოდნენ: ლევან გუგავა, გიორგი ჩიხელიძე, გურამ თუშიშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი და ტატო გრიგალაშვილი.
აღსანიშნავია გურამ თუშიშვილის ისტორიული გამარჯვება ტედი რინერის წინააღმდეგ, რომლითაც ლომის წვლილი დადო გუნდის წარმატებაში.
გადამწყვეტ ბრძოლაში კი ტატო გრიგალაშვილმა საიდ მოლაი დაამარცხა და ქართულ გუნდს საშინაო კედლებში ისტორიული გამარჯვება მოუტანა.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ესეც ქართულ გუნდს ხვდა წილად, “გოლდენ გორმა” მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი ქართული კლუბი “არეა” დაამარცხა.
ძიუდოს “ჩემპიონთა ლიგა” გორში ჩატარდა.
თაგები:
ძიუდო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს