Logo

“ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო”

Frontnews image description

გიორგი გახარიას გუნდის წევრი ალექსანდრე მოწერელია რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერების მოადგილეების გათავისუფლებას ეხმაურება და ყოფილ გუნდს რეპრესიებსა და პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. 

“დღეს თითოეული ჩვენგანი გახდა მოწმე იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები. არ მალავენ ამას. ჯერ გორის მერმა განაცხადა ამის შესახებ, შემდეგ პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან”. მოვლენები დაიწყო შიდა ქართლში, გაგრძელდა სამეგრელოში და შეეხო არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ ფოთში მელიორაციის სამსახურის 72 წლის დამსახურებულ მუშაკსაც, რომელიც აიძულეს, წასულიყო სამსახურიდან. ეს ყველაფერი ხორციელდება პარტია "ქართული ოცნებისა" და ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლით მუნიციპალიტეტების არჩეულ მერებზე. ეს გზა არის ის რადიკალური დღის წესრიგი, რაზეც ვსაუბრობდით. 

"ქართული ოცნება" ემსგავსება "ნაციონალურ მოძრაობას" ამ გადაწყვეტილებებით და რა თქმა უნდა, ეს მათ სიკეთეს ვერ მოუტანს. ქართველმა ერმა დევნას და რეპრესიებს უარი განუცხადა. ამდენად, მინდა მოვუწოდო ქართულ ოცნებას, ნუ დაემსგავსება წინამორბედს და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები. ეს ნამდვილად ვერ მიგვიყვანს ევროკავშირში", – განაცხადა მოწერელიამ. 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები