“ქართულმა ოცნებამ” თავისი მისია ვერ შეასრულა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როგორც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა იქცევა, მეც ისე მოვიქცე”


ავტორი
Front News საქართველო
კობა ნარჩემაშვილი ოპოზიციის აქციებს არ უერთდება. პოლიტიკოსი და ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგით, სხვა ოპოზიციური ძალები არ უნდა მოქმედებდეს.
"მაქვს გარკვეული უთანხმოება, ბევრ რამეში არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი მისია ვერ შეასრულა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როგორც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა იქცევა, მეც ისე მოვიქცე. ყველა ბენეფიტი უნდა წაიღოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და თვითონ დარჩებიან პრაქტიკულად არაფრის გარეშე. იმედი მაქვს, რომ ამას ოპოზიციური სპექტრი მიხვდება", – განაცხადა ნარჩემაშვილმა.
Front news_copy International-თან საუბრისას კობა ნარჩემაშვილი საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებასაც აფასებს. ნიკა მელიას დაკავების ფაქტს კი, იმ პროვოკაციაზე წამოგებად მიიჩნევს, რომელიც მისი თქმით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაიგეგმა.
"ხელისუფლებამ ცარიელ ადგილას იპოვა შარი. ჰქონდა სხვა პრობლემები, უნდა ემუშავა ამაზე და გაიჩინა პრობლემა, რომელიც ახლა საზოგადოების პრობლემაა. მარტო ხელისუფლების პრობლემა რომ იყოს ჯანდაბას.
საერთაშორისო დამკვირებლებს აქვთ ძალიან სტანდარტული მიდგომა. როცა შენ ფორმალურად იყენებ კანონს ოპოზიციური, თუნდაც ყველაზე დესტრუქციული ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის მიმართ, ამას რა თქმა უნდა, დასავლეთის მხრიდან მოჰყვება რეაგირება. ასეთი რეაგირება სრულიად ბუნებრივი იყო. აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე და ეს შეფასებები არ უნდა წამოსულიყო. თუ წამოვიდა ახლა, ამის განეიტრალება ძალიან რთულია.
ამ ამბამდე (სანამ ეს პროცესები დაიწყებოდა მელიასთან მიმართებაში) მთელი დასავლეთი ოპოზიციას ეუბნებოდა შესულიყო პარლამენტში. ოპოზიცია უბრალოდ ამას არ იმჩნევდა. ზოგადად, "ნაციონალურ მოძრაობას" როცა სჭირდება, ამ დროს დასავლეთს იყენებს არგუმენტად, როცა მის პოზიციებს არ ემთხვევა ეს ამბავი, მაშინ დასავლეთს შეიძლება არ მიუგდოს ყური. მაგრამ დღეს რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. "შედი პარლამენტში" აღარავის ახსოვს, რადგან ბოლო მოვლენებზეა ყველა მთლიანად კონცენტრირებული. თუმცა, თქვენ უნდა იცოდეთ ერთი რამ: ევროპარლამენტშიც, ევროსაბჭოშიც, დასავლეთშიც არის იდეოლოგიურად მონათესავე პარტიები (იგივე სახლახო პარტია და ა.შ). უბრალოდ ისინი მათი მონათესავე პარტიების მიმართ სოლიდარულები და იდეოლოგიურად მხარდამჭერები არიან. ეს ასეა. მაგრამ პრინციპში რადგან შენ აძლევ საბაბს, ამ საბაბში უკვე ღრმად აღარავინ შედის, ვინ რატომ ლაპარაკობს ამას. არის მაგალითად, ოფიციალური პოზიცია სახლემწიფო ხელისუფლებების, ადმინისტრაციის (ამერიკის და ა.შ), რომელიც ძალიან გასათვალისწინებელი და ყურადღება მისაქცევია", – განაცხადა ნარჩემაშვილმა Front news_copy International-თან.
თაგები:
