
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.
ინტენსიური და რთული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ქართველ მეხანძრე-მაშველების მიერ ნანგრევებში მოყოლილი სამი ადამიანია გადარჩენილი, მათ შორის ნანგრევებში მოყოლილი ერთი მოქალაქე მაშველმა ძაღლმა აღმოაჩინა.
ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს.
შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა ნანგრევებში მოყოლილი ცოცხალი მოქალაქეების შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება.
ამასთანავე, ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან მუდმივ კოორდინაციაში.
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართული სამაშველო ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება.
თაგები:
მაშველები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს