ქართველი სამხედროები ჯარებს შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები საფრანგეთში ჯარებს შორის შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
რაგბის ნაკრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გააცილეს.
თავდაცვის ძალების 12-კაციანი რაგბის ნაკრები სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეული სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული. საფრანგეთში გამგზავრებამდე, სამხედროებმა მომზადება ავჭალაში მდებარე რაგბის სტადიონზე გაიარეს.
ჯარებს შორის შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 17 ივნისს დაიწყება. გამარჯვებისთვის ათი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტებული გუნდები იბრძოლებენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს