ქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს 4 კილოგრამი ოქრო და 2.6 მილიონი დოლარი მოპარა


ავტორი
Front News საქართველო
ქართველმა ქალმა ერაყის ქურთისტანში, ქალაქ დაჰუკში ერაყელ ბიზნესმენს 4 კილოგრამი ოქრო და 2.6 მილიონი დოლარი მოპარა.
გავრცელებული ცნობით, ქალმა, რომელიც ადგილობრივი ბიზნესმენის სახლში დამლაგებლად მუშაობდა, სახლის ძარცვა 3 სექტემბერს სამ ადამიანთან ერთად დაგეგმა. სათვალთვალო კამერების გამო, მძარცველებმა გადაწყვიტეს, რომ ბიზნესმენის სახლში ორი ნიღბიანი მამაკაცი შესულიყო, რომ ქალზე ეჭვი არ მიეტანათ.
სამდღიანი ჩხრეკისა და გამოძიების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ ქართველი ქალი იბრაჰიმ ხალილის სასაზღვრო კარიბჭით თურქეთში გაიქცა და თან წაიღო 20 000 აშშ დოლარი.
პოლიციამ ფულის დიდი ნაწილი და ოქრო პატრონს დაუბრუნა
ქართველ ქალთან კავშირის გამო, გამოძიება 20 ეჭვმიტანილთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომელთაგან სამი უკვე დაკავებულია.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური ქურდობა დაჰუკის ისტორიაში.
თაგები:


გიორგი ცუცქირიძე – 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სარეკორდო 6. 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

“გალტ ენდ თაგარტმა“ „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 12 მილიონი აშშ დოლარის და 3 მილიონი ევროს 2-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა

შსს-მ 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ”ჰეროინი” და 2 კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღო – დაკავებულია 12 პირი