ქაშვეთის ეკლესიაში უკრაინაში დაღუპული ბერდია ჯოხაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ბერდია ჯოხაძე სამშობლოში ჩამოასვენეს.
ქართველი მებრძოლის ცხედარი ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს 21 აგვისტოს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო, ბერდია ჯოხაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და 12 აგვისტოს გარდაიცვალა.
