ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება.
სამუშაოებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 18 ერთეული სპეცტექნიკა და ქედის კომუნალურსერვისის 2 ერთეული ტექნიკაა ჩართული.
ასევე, ინტენსიურად იწმინდება დაბის ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეები, ქუჩები და ბილიკები.
გაწმენდით სამუშაოებს ქედის მერი როლანდ ბერიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქედის განყოფილების უფროსი გოჩა ბერიძე ადგილზე ესწრებიან.
რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
მოქმედებს ცხელი ხაზი: 595 08 43 31
თაგები:
ქედა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს