ქერჩის სრუტეში დაჭრილების რაოდენობა გაიზარდა


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: რუსული ხომალდებიდან უკრაინის გემების მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად ექვსი ადამიანია დაჭრილი. ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის მხრიდან „აგრესიული ომის წარმოების“ მიმართულებით საქმის წარმოება დაიწყო.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, აზოვი-ქერჩის აკვატორიაში რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებზე ინფორმაცია „დიდი შვიდიანის“ ქვეყნებს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს მიაწოდოს. უკრაინის ხელისუფლება საკითხის განხილვას გაერო-სა და ეუთო-ს ფარგლებში მოითხოვს
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს