ქეთევან დუმბაძე – არავითარი რუსული იქ არ იყო, როდესაც შენს ქვეყანას ასე არყევენ, ეს მარტო ქეთინო დუმბაძის ინტერესი არ არის


ავტორი
Front News საქართველო
ქეთი დუმბაძემ ხმა მისცა გამჭვირვალობას, როდესაც შენს ქვეყანას ასე არყევენ, ეს მარტო ქეთინო დუმბაძის ინტერესი არ არის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის შემოდის მილიონები ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ქეთევან დუმბაძემ “იმედთან” განაცხადა.
დუმბაძემ განმარტა, თუ რატომ დაუჭირა მხარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს.
“ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა, რისთვის იყო, როგორ იყო ეს კანონი და არავითარი რუსული იქ არ იყო. ეს კანონი არავის მიუღია. ეს იყო პირველი მოსმენა, რომლის საფუძველზეც ეს კანონი საერთაშორისო ორგანიზაციებში უნდა გადაგზავნილიყო და მათგან უნდა მოსულიყო დასკვნა. ამას მისცა ხმა ქეთი დუმბაძემ და ხმა მისცა გამჭვირვალობას. როდესაც შენს ქვეყანას ასე არყევენ, ეს მარტო ქეთინო დუმბაძის ინტერესი არ არის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის შემოდის მილიონები ამ ქვეყანაში“, – განაცხადა დუმბაძემ.
სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს.
თაგები:
ქეთევან დუმბაძე