Logo

ქეთევან დუმბაძე – მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურებოდი ამ სფეროს და ვიფიქრე, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემიძლია

პოლიტიკა
10.08.2023 / 16:08
Frontnews image description

ქეთევან დუმბაძე, რომელიც 4 სექტემბრიდან მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს, აცხადებს, რომ გაუგებარია მწერლების ნაწილის მღელვარება, რომელიც კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას მოჰყვა.

 

დუმბაძის თქმით, მწერლებთან დაპირისპირება არასდროს ჰქონია.

 

“რატომ მოჰყვა პროტესტი? პროტესტის გარდა სხვა არაფერი მოჰყოლია?! ესეც არის და ისიც. მწერლების უმეტესობას მე ვიცნობ პირადადაც და არასდროს დაპირისპირება მათთან არ მქონია, პირიქით. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურებოდი ამ სფეროს და ვიფიქრე, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ვინმე თვლის, რომ რაიმე შეიცვლება მწერალთა სახლში უარესობისკენ?”, – განაცხადა დუმბაძემ “მთავართან”. 

 

ქეთევან დუმბაძეს საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.

 

მისი ადგილმონაცვლეობა პარტიული სიით ქეთევან ჩარკვიანს უწევს, რომელიც “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 84-ე ადგილზეა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები