Logo

ქეთევან დუმბაძე – ვასილ ჩიგოგიძის რამეში დადანაშაულება არის აბსურდი და ძალიან დიდი უმადურობა

პოლიტიკა
1164
Frontnews image description

ვასილ ჩიგოგიძეს იმდენი რამე აქვს გაკეთებული ჩოხატაურისთვის და ნოდარ დუმბაძისთვის, რომ მისი რამეში დადანაშაულება არის აბსურდი და ძალიან დიდი უმადურობა, მისთვის რუსის ძახილი და პუტინისტის ძახილი უბრალოდ მართლა უხერხულია, ისევე, როგორც ჩემთვის ეს წოდება, – ამის შესახებ ქეთევან დუმბაძემ “ფორმულასთან” განაცხადა.

 

“რაც შეეხება პარკს, მე ვიცი სადაც მოიხაზა ის ადგილი, რომელზეც მხოლოდ ლაპარაკია დაწყებულია და არავინ არაფრის გაუქმებას არ აპირებს და თქვენ შეგიძლიათ, იუსტიციის სახლში ამოიღოთ საბუთი და არავითარი მესაკუთრე არ არსებობს. მხოლოდ ითქვა, რომ აქ ხომ არ გავაკეთოთ ეს ბანკი, რაღაც მსუბუქი კონსტრუქცია ბანკის.

 

თან სკვერში არა, ნოდარის და ანა კალანდაძის იმ სკვერის ბოლოში, იქ, სადაც წრეა და მანქანები ბრუნდება, იქ კუთხეა რაღაც ერთი ციდა. ამიტომ, ჩოხატაურელებს ნუ შეეჯიბრება ნურავინ ნოდარის სიყვარულში, მე ვერ ვბედავ მაგას. ცოტა უხერხულია, არ წარმომიდგენია, რომ ნოდარის სახელს, ნოდარის პარკს უხეშად ვინმე შეეხოს ჩოხატაურში”, – განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.

 

3 სექტემბერს ჩოხატაურში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.

 

პარტიაში აცხადებენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა, თავად ჩიგოგიძე ამას უარყოფს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები