
ავტორი
Front News საქართველო
ასეთი გამოწვევის წინაშე და ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელობის მქონე საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს არ განუხილავს. ეს არის ცივილიზაციური არჩევანის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა ქეთევან ერემაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
“აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის არაერთ მუხლს და ამიტომ, ვცდილობთ, ამ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მივაღწიოთ პერსპექტივაში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ სასამართლო, რომ მან უნდა მიიღოს სარჩელი არსებითად განსახილველად და რაც მთავარია, ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ასეთი სიმწვავის, ასეთი გამოწვევის წინაშე და ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელობის მქონე საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს არ განუხილავს. ეს არის ცივილიზაციური არჩევანის გადაწყვეტილება. არაჩვეულებრივი გამოწვევაა მოსამართლეებისთვისაც, რომ საკუთარ თავს დაუმტკიცონ ბევრი რამ”, – განაცხადა ქეთევან ერემაძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს