
ავტორი
Front News საქართველო
სასამართლო გადადგამს ზუსტად იმდენ ნაბიჯს, რამდენის უფლებასაც მისცემენ ან რამდენსაც მოსთხოვენ და გააკეთებს ამას მაშინ, როდესაც ამის უფლებას მისცემენ, როდესაც ეტყვიან, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ქეთევან ერემაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო არ არის თავისუფალი არც იმაში, თუ რა შინაარსის გადაწყვეტილებას მიიღებს.
“რა ტიპის გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, ის შეაჩერებს კანონს სრულად თუ არ შეაჩერებს, ცხადია, რომ ეს ვერ იქნება თავისუფალ პირობებში მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლო გადადგამს ზუსტად იმდენ ნაბიჯს, რამდენის უფლებასაც მისცემენ ან რამდენსაც მოსთხოვენ და გააკეთებს ამას მაშინ, როდესაც ამის უფლებას მისცემენ, როდესაც ეტყვიან. ანუ, სასამართლო არ არის თავისუფალი არც იმაში, თუ რა შინაარსის გადაწყვეტილებას მიიღებს, არც იმაში, თუ როდის გააკეთებს ამას. ძალიან დასანანია, რომ ეს ტვირთი უნდა ატარონ არა მხოლოდ მოსამართლეებმა, პერსონალურად ამ მოსამართლეებმა, არამედ სასამართლომ. არ ვიცი, როგორ შეიძლება სასამართლო გათავისუფლდეს ამ ტვირთისგან”, – განაცხადა ქეთევან ერემაძემ.
” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები პირველ სექტემბერს დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის ცნობილი.
თაგები:
ქეთევან ერემაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს