
ავტორი
Front News საქართველო
დარბაზიდან გამოგვაძევეს იმიტომ, რომ პასუხები არ აქვთ შეკითხვებზე, რომლებსაც ჩვენ ვსვამთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქეთი თურაზაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გამოძევების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დეპუტატებს კითხვის დასმის უფლებას არ აძლევენ.
“ნაცვლად იმისა, რომ მამუკა მდინარაძეს გაეცა ჩემს შეკითხვებზე პასუხი, რომელიც აბსოლუტურად “რუსულ კანონთან” დაკავშირებით იყო დასმული, მან დაიწყო ჩემი რეპლიკების შეფასება ძალადობასთან დაკავშირებით და ძალიან არ ესიამოვნათ, როდესაც მე ვთქვი, რომ “ქართული ოცნება” არის ძალა, რომელიც პირადი ანგარიშსწორებისთვის იყენებს ძალოვან სტრუქტურებს, რაც ჩვენ ვნახეთ პოლიციის მხრიდან ალეკო ელისაშვილზე განხორციელებული წარმოუდგენელი ძალადობა.
ისინი არ გვასმევინებენ შინაარსობრივ შეკითხვებს “რუსულ კანონთან” დაკავშირებით, იმიტომ რომ პასუხი არ აქვთ და დარბაზიდან გამოგვაძევეს იმიტომ, რომ პასუხები არ აქვთ შეკითხვებზე, რომლებსაც ჩვენ ვსვამთ”, – განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.
თაგები:
ქეთევან თურაზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს