Logo

ქეთი დოლიძე – რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი, მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის

საზოგადოება
1159
Frontnews image description

რეჟისორი ქეთი დოლიძე აცხადებს, რომ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენები დაუშვებელია.  

 

“არაპროფესიონალები არ შეიძლება და მორჩა. არ შეიძლება ყველგან იყოს იურისტები, გამორიცხულია ეს ამბავი. იურისტი უწყებაში უნდა იყოს ერთი და ხომ არ შეიძლება მთელი საქართველო იურისტებით გაივსოს. რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს”, – განაცხადა დოლიძემ “ფორმულასთან” სატელეფონო საუბრისას.

 

კინოცენტრში კინემატოგრაფისტები არიან შეკრებილი და ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ითხოვენ. ისინი რეორგანიზაციას აპროტესტებენ და პროცესების პოლიტიზებაზე საუბრობენ. 

 

კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

 

მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა – ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

 

კობა ხუბუნაია 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები