ყალბი ერთლარიანი მონეტების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, 2022 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ივლისის პერიოდში, სისტემატურად ასაღებდნენ ყალბ ერთლარიან მონეტებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 524 ცალი ყალბი ერთლარიანი მონეტა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ყალბი მონეტების დამამზადებლისა და აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს