ყაზახეთის დედაქალაქს ისევ ასტანა დაერქმევა

ავტორი
Front News საქართველო
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მხარი დაუჭირა დეპუტატების მიმართვას, რომლებიც ქვეყნის დედაქალაქ ნურ-სულთანისთვის ძველი სახელწოდების დაბრუნებას ითხოვენ, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა რუსლან ჟელდიბაიმ განაცხადა.
“დეპუტატების წინადადება შეტანილია საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში. ამასთან, პრეზიდენტი ისტორიულ ფაქტად მიიჩნევს ნურსულთან ნაზარბაევის გადამწყვეტ როლს ყაზახეთის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და დედაქალაქის ჩამოყალიბებაში“, – აცხადებს ჟელდიბაი.
მისივე თქმით, ნურსულთან ნაზარბაევის სახელთან დაკავშირებული სხვა ტოპონიმები არ შეიცვლება.
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას ნურ-სულთანი 2019 წლის მარტში ეწოდა, მას შემდეგ რაც თავისი ინაუგურაციის დროს ასეთი ინიციატივით ყასიმ-ჟომართ თოყაევი გამოვიდა.
თაგები:
ყასიმ-ჟომართ თოყაევი




