
ავტორი
Front News საქართველო
არ ვცნობთ ტაივანს, კოსოვოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, იგივე პრინციპით მივუდგებით ლუგანსკს და დონეცკს, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა.
“გამოთვლილია, რომ ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად თუ განხორციელდება მსოფლიოში, მაშინ 193 სახელმწიფოს ნაცვლად, რომლებიც ამჟამად გაერო-ს წევრები არიან, დედამიწაზე 500-ზე ან 600-ზე მეტი სახელმწიფო გაჩნდება. რა თქმა უნდა, იქნება ქაოსი. ამ მიზეზით, ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს.
როგორც ჩანს, იგივე პრინციპით მივუდგებით კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებს, როგორებიც ჩვენი აზრით, არიან ლუგანსკი და დონეცკი“, – განაცხადა თოყაევმა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმზე.
ფორუმს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.
თაგები:
ყაზახეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს