ყაზახეთში პრეზიდენტს ირჩევენ


ავტორი
Front News საქართველო
ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მოქმედი ლიდერის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის გარდა, ქვეყნის მეთაურის პოსტისთვის კიდევ ხუთი კანდიდატი იბრძვის.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პრეზიდენტობის ექვსივე კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევიც.
ქვეყნის ცეტრნალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში უკვე მიიღო მონაწილეობა 2,8 მილიონმა მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა 23%-ზე მეტია.
რამდენიმე თვის წინ ყაზახეთის პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საპრეზიდენტო ვადის გაგრძელებას ხელახალი არჩევის გარეშე.
კანონის თანახმად, საპრეზიდენტო ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაგრძელდება, თუმცა სახელმწიფოს მეთაურს მეორე ვადით ხელახალი არჩევა აეკრძალება.
თაგები:
ყაზახეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს