ყაზახეთში საპრეზიდენტო ვადა გაიზარდა, თუმცა ხელახალი არჩევა აიკრძალა


ავტორი
Front News საქართველო
ყაზახეთის პარლამენტმა პალატების ერთობლივ სხდომაზე ორი მოსმენით მიიღო კანონი ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ. კერძოდ, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საპრეზიდენტო ვადის გაგრძელებას ხელახალი არჩევის გარეშე.
გადაწყვეტილებას მხარი სხდომაზე მყოფმა ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ხელმოსაწერად ყაზახეთის პრეზიდენტს გადაეგზავნება.
კანონის თანახმად, საპრეზიდენტო ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაგრძელდება, თუმცა სახელმწიფოს მეთაურს მეორე ვადით ხელახალი არჩევა აეკრძალება.
გარდა ამისა, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ყაზახეთის დედაქალაქისთვის ძველი სახელწოდების ასტანას დაბრუნებას.
თაგები:
ყაზახეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს