ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ


ავტორი
Front News საქართველო
ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტების ხელმძღვანელები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო 24.kg დეპუტატზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, პარლამენტარებმა მიიღეს უახლესი ინფორმაცია ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ხელმძღვანელების – კამჩიბეკ ტაშიევისა და საიმუმინ იატიმოვის მოლაპარაკებების შესახებ.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ტაჯიკეთმაც დაადასტურა.
ყირგიზეთში აცხადებენ, რომ 42 მსხვერპლია. ტაჯიკეთში არსებული ინფორმაციით, 15-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა გარდაცვლილი, 25 – დაშავებული.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მაშინ მოხდა, როდესაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები სამარყანდში სამიტში მონაწილეობენ, თუმცა სამიტზე გამოსვლისას არცერთ მათგანს არსებული ვითარების შესახებ არ უსაუბრია.
ტაჯიკეთი-ყირგიზეთის საზღვარზე მდგომარეობა 14 სექტემბერს დაიძაბა. არსებული ინფორმაციით, ტაჯიკმა ჯარისკაცებმა ყირგიზეთის სასაზღვრო ტერიტორია ხუთ ადგილას დაბომბეს.
ყირგიზეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ტაჯიკური მხარე იყენებს მძიმე ტექნიკას, მათ შორის, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ საარტილერიო სისტემას.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს