Logo

ყირიმის ხიდზე ძლიერი ხანძარია

უკრაინა
1286
Frontnews image description

ყირიმის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს, აფეთქების შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, ხანძარი ხიდის სარკინიგზო ხაზზე გაჩნდა.

 

გავრცელებულ კადრებსა და ფოტოებში ჩანს, რომ ხიდზე საწვავით დატვირთული ცისტერნა იწვის, რომელიც სავარაუდოდ, ოკუპანტებს ფრონტზე გადაჰქონდათ. 

 

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად საავტომობილო ხიდის ნაწილი ჩამოინგრა. ამჟამად ხიდზე გადაადგილება შეჩერებულია.

 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.

 

ხანძრის გამო პუტინმა სამთავრობო კომისიის შექმნის განკარგულება გასცა.

 

ყირიმის ხიდი ვლადიმერ პუტინის დავალებით აშენდა და 2018 წელს გაიხსნა. ამ ხიდს რუსეთი უკრაინის სამხრეთში მყოფი საჯარისო ნაწილების მომარაგებისთვის იყენებს.

Advertisement