ყოფილ რესტორან “ქალაქურში” ქორწილის დროს ათეულობით ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა


ავტორი
Front News საქართველო
საპატრიარქოს გვერდით, ყოფილ რესტორან “ქალაქურში”, სადაც ქორწილი იმართებოდა, ათეულობით ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა.
დაპირისპირება ხელჩართული ჩხუბში გადაიზარდა.
ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.
თვითმხილველების თქმით, აზერბაიჯანელების ქორწილში კამათი ახალგაზრდებს შორის დაიწყო და შემდეგ მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაპირისპირების შედეგად დაშავებულები ან დაკავებულები.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს