ყოფილი პრემიერი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

ავტორი
Front News საქართველო
პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.
გიორგი გახარია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატებს, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და თბილისის სიის წევრებს 19:00 საათზე წარადგენს.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა თებერვალში დატოვა და მალევე პარტია “საქართველოსთვის” დააფუძნა.
თაგები:
გიორგი გახარია




