ყოფილი პრემიერის შვილს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა, მათ შორის წელიწადნახევარი – პირობითი

ავტორი
Front News საქართველო
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლოს გადაწყვეტილებით, ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.
ბუსა ჟვანია 2020 წლის 2 აგვისტოს, ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
მოგვიანებით ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან – განზრახ მკვლელობის მცდელობიდან 117-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თაგები:





