ყოფილი სამხედროები აცხადებენ, რომ მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის ციხეში არ არის


ავტორი
Front News საქართველო
მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის ციხეში არ იმყოფება, – ამის შესახებ ყოფილ სამხედროებზე დაყრდნობით ინფორმაციას “მთავარ არხი” ავრცელებს.
გაუჩინარებული სამხედროს ყოფილი თანამებრძოლები ხელისუფლებისაგან რეაგირებას ითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის ამსახველი კადრები.
“თუ აქამდის ვითხოვდით, რომ მარიონეტულ რეჟიმს გაევრცელებინა მამუკა ჩხიკვაძის დაკითხვის, ან დაკავების კადრები, ახლა უკვე ლოგიკური ეჭვი არსებობს, რომ მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის საპატიმროში საერთოდ არაა. ამას გვიდასტურებს ჩვენი ერთ-ერთი წყარო, რომ მამუკა ჩხიკვაძე ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში არ იმყოფება. რამდენად სწორია და თუ ეს ტყუილია, მაშინ მარიონეტულმა რეჟიმმა უნდა გაავრცელოს მამუკა ჩხიკვაძის დაკავების, დაკითხვის, ან ამდროინდელი მდგომარეობის კადრები”, – აცხადებს გიორგი კასრაძე.
ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ 12 დეკემბერს დააკავეს.
თაგები:
მამუკა ჩხიკვაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს