“ყრილობის შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი აღარ ვიქნები”


ავტორი
Front News საქართველო
დავით ბაქრაძის მსგავსად არც მე ვაპირებ მომავალ ყრილობაზე კენჭი ვიყარო გენერალურ მდივნად, ყრილობის შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი აღარ ვიქნები. მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული, – ამის შესახებ გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.
"არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ, თავის დროზე ჩვენ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგული ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებებისა პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე ძალიან ცუდი იყო, შესაბამისად, მე ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და ვუთმობ გზას ადამიანებს, რომლებიც ჩემი აზრით ამას გააკეთებენ უკეთესად, ვიდრე მე გავაკეთე“, – აცხადებს გიგი უგულავა.
პარტიაში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს