ყვარელსა და მიმდებარე სოფლებში ქარმა სახლები დააზიანა და ხეები მოგლიჯა

ავტორი
Front News საქართველო
ყვარელსა და მიმდებარე სოფლებში ძლიერმა ქარმა 20-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ადგილობრივების თქმით, დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა.
ქარის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, რის გამოც მთელი ღამის განმავლობაში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო.
უამინდობამ პრობლემები შექმნა თელავი-ვაზიანი-გომბორის გზაზეც.
თაგები:
კახეთი




