ყვარელში, “საქართველოს ბანკის“ ფილიალთან სპეციალური დანიშნულების რაზმი მივიდა
სამართალი
09.09.2021 / 17:20


ავტორი
Front News საქართველო
ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, “საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, დამატებითი საპოლიციო ძალები და სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა.
ბოლო ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება თავდამსხმელთან.
კახეთში, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მძარცველი დაახლოებით 2 საათის წინ შეიჭრა. სავარაუდოდ, ის ხელყუმბარით არის შეიარაღებული და მძევლები ჰყავს აყვანილი.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.

მსგავსი სიახლეები