Logo

ყვარელში, “საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია

სამართალი
09.09.2021 / 19:03
Frontnews image description

შსს-ს ინფორმაციით, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია.

 

უწყების ცნობით, გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.

 

შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა. 

 

დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ყველა მძევალი უკვე თავისუფალი იყო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები