Logo

ყვარლის მუნიციპალიტეტში 45 წლის მამაკაცი მოკლეს

სამართალი
1605
Frontnews image description

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში თანასოფლელმა 45 წლის მამაკაცი მოკლა.

 

მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

ადგილობრივების თქმით, მომხდარს წინ სუფრაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

 

სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები