
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
შესაბამის დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა.
“საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს