Logo

“ყველა კითხვას ავიტან ცენტრალურ ხელისუფლებაში, პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან”

საზოგადოება
1436
Frontnews image description

შედგა მოლაპარაკება აქციის მონაწილეებს შორის, მინდა გითხრათ, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ლერი ბარნაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული იყო რიგი საკითხები, რომელიც მათ აწუხებთ.

„ამას სჭირდება კონკრეტული სპეციალისტების ახსნა-განმარტება. მე მათ აღვუთქვი, რომ ყველა მათი კითხვა იქნება დაკმაყოფილებული. ყველა კითხვას ავიტან ცენტრალურ ხელისუფლებაში, პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან. ასევე იყო ჩემი მხრიდან შეთავაზება და თანხმობა, რომ მაქსიმალური იქნება მათი ჩართულობა ამ პროცესებში, მაქსიმალური იქნება კითხვებზე პასუხის გაცემა. იყო მათი მხრიდან კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული მოთხოვნები. მე მათ აღვუთქვი,  რამდენიმე დღეში მათთან პასუხებით დაბრუნება. ნებისმიერი ფორმატი შევთავაზეთ, ეს იქნება მოლაპარაკების საგანი, ნებისმიერ ფორმატზე წამოვყვებით“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიცვლება, ის აუცილებლად ჩაერთვება აღნიშნულ მოლაპარაკებებში.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები