Logo

“ყველა მხარემ უნდა გამოავლინოს ლიდერობა, სიტუაციის დეესკალაციისთვის გააძლიეროს ძალისხმევა და გაერთიანდეს”

საზოგადოება
390
Frontnews image description

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ პოლიტიკური კრიზისი, ყველა მხარემ უნდა გამოავლინოს ლიდერობა, სიტუაციის დეესკალაციისთვის გააძლიეროს ძალისხმევა და გაერთიანდეს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

„თბილისში კიდევ ერთხელ ვისაუბრე ევროკავშირის ერთგულებაზე მისი აღმოსავლელი პარტნიორების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. სალომე ზურაბიშვილთან ერთად ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკური კრიზისი: ყველა მხარემ უნდა გამოავლინოს ლიდერობა, სიტუაციის დეესკალაციისთვის გააძლიეროს ძალისხმევა და გაერთიანდეს“, – წერს შარლ მიშელი "ტვიტერზე".

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

თაგები:

Advertisement