“ყველა პოლიტიკოსის ვალია, არ დავამახინჯოთ არც ერთი კონკრეტული კომპონენტი ამ დოკუმენტში”

ავტორი
Front News საქართველო
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ გუშინდელ დღეს, როცა შეთანხმებას მოეწერა ხელი, არ ჰყავს დამარცხებული.
ამასთან, ვაშაძე კოლეგებს მოუწოდებს, ნუ გააკეთებენ არასწორ ინტერპრეტაციებს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
"გუშინდელ დღეს, როცა ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ, კიდევ უფრო დავუახლოვდით ევროპას, დავუახლოვდით ევროკავშირს, ნატოს, ამისთვის იყო საჭირო ამ შეთანხმების გაკეთება. ამასთან, გუშინდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული. გუშინდელ დღეს ჰყავს გამარჯვებული ქართველი ხალხის სახით და ჰყავს გამარჯვებული სახელწიფოს სახით.
მინდა ვთხოვო ყველა კოლეგას პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ნუ გავაკეთებთ არასწორ ინტერპრეტაციებს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, შეთანხმების ტექსტი გაკეთებულია. ჩვენი, ყველა პოლიტიკოსის ვალია, სწორად და კარგად ავუხსნათ დოკუმენტის შინაარსი და არ დავამახინჯოთ არც ერთი კონკრეტული კომპონენტი ამ დოკუმენტში. მე მართლა გულწრფელად ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამდენი ცვლილება არც ერთ ოპოზიციას არ მიუღწევია, არც ერთ სახელისუფლებო ძალასთან და კიდევ ერთი, როცა გავა წლები, ხალხი იმას კი არ შეაფასებს, კონკრეტულად ვინ მოაწერა, ან ვინ არ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, არამედ ხალხი იტყვის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აღმოაჩნდა კულტურა იმის, რომ წავიდეს შეთანხმებისკენ, წავიდეს მოლაპარაკებისკენ, რომ ამით სრულიად ახალი ეტაპი დაიწყოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ექვსთვიანი უმძიმესი კრიზისი იქნება გაკვეთილი ყველა პოლიტიკოსისთვის, რომ ხალხის ნება და ხალხზე ზრუნვა უნდა იყოს მთავარი ქართულ პოლიტიკაში", – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:





