
ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია 2024 წლის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განაცხადს სერიოზულად არ მიუდგება, ეს საქართველოსთვის კარგი არ იქნება.
"ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით 2024 წლის განაცხადი მართველი პარტიისთვის, ისევე როგორც ოპოზიციისთვის ერთგვარი ლაკმუსის ტესტია. საქართველოს ამ ტესტის გასავლელად სჭირდება პირველ რიგში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა. თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია 2024 წლის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განაცხადს სერიოზულად არ მიუდგება, ეს არ იქნება საქართველოსთვის კარგი.
აუცილებელია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და რეფორმების გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტეგრაციის პროცესი გაჭიანურდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას მმართებს მეტი სერიოზულობით მიუდგნენ საკითხს“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს