Logo

“ყველა საკითხზე უნდა იყოს შეთანხმების დოკუმენტში კონკრეტული ტექსტი, არც ერთი პუნქტი არ წაიშლება”

საზოგადოება
256
Frontnews image description

"მთავარი, რაზეც შევთანხმდით, ეს არის პრინციპი: "არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არაა შეთანხმებული" – ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"ანუ, ეს პრინციპი  რას ნიშნავს, ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება. დღეს საკმაოდ რთული სამუშაო პროცესი გქვონდა, თუმცა გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. მარტივად არ მიდის პროცესი. ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკების პროცესს და იმედი მაქვს, ხუთივე საკითხზე შევთანხმდებით. ამ საკითხების გარეშე შეთანხმება არ იქნება. მათ შორის უნდა შევთანხმდეთ პოლიტპატიმრების საკითხზეც, რიგგარეშე არჩევნებზეც, საარჩევნო და სასამართლო რეფორმასა და ძალაუფლების განაწილებაზეც. ყველა ამ საკითხზე უნდა იყოს შეთანხმების დოკუმენტში კონკრეტული ტექსტი. არც ერთი პუნქტი არ წაიშლება", – განაცხადა ვაშაძემ.

თაგები:

Advertisement