“ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაიცავს საზოგადოება უკვე დაწესებულ რეგულაციებს”


ავტორი
Front News საქართველო
უკიდურესად მნიშვნელოვანია დიდი თავყრილობების, ქორწილის და სხვა სოციალური ღონისძიებების შეზღუდულ ფარგლებში ჩატარება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც გაბუნიამ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს სათანადოდ არ დაიცავს, საჭირო გახდება შეზღუდვების გამკაცრება.
„ეს არის ძალიან დიდი რისკი. რა თქმა უნდა, ის ზომები, რომლებიც დაწესებულია, უნდა აღსრულდეს. ჯერჯერობით ამაზე ვსაუბრობთ, რომ უკვე დაწესებული ზომების აღსრულების პროცესი გამკაცრდეს. თუმცა, თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების ტენდენციები გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს, დავუბრუნდეთ ისევ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ. მათ შორის ისევ გამოვიყენოთ მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმი. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაიცავს საზოგადოება უკვე დაწესებულ რეგულაციებს და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ აღარ მოგვიხდეს მკაცრი შეზღუდვებისკენ დაბრუნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს