“ყველაფერი დაყადაღებული მაქვს, რაც კი გამაჩნია, იმდენად არათანაზომიერი და არაპროპორციულია ეს ჯარიმები”


ავტორი
Front News საქართველო
მოძრაობა "შეცვალეს" წევრი ნიკა ფარულავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ავტორიტარიზმის გზით მიდის და საბჭოთა კავშირის დროს მიღებულ კოდექსს ახორციელებს.
"ყველაფერი დაყადაღებული მაქვს, რაც კი გამაჩნია, იმდენად არათანაზომიერი და არაპროპორციულია ეს ჯარიმები. დაკავებული ვარ დაახლოებით 7-ჯერ და დაჯარიმებულს ვერ გეტყვით, აღარ ვაკონტროლებ უკვე. კედელზეც კი, სადაც მაქვს უფლება განვათავსო სტენსილი, გავაკრა თუნდაც საარჩევნო პლაკატი, ამის გამოც კი ჯარიმები მომსვლია, დაბარებული ვყოფილვარ მერიაში და დღესაც, დაახლოებით 6 საქმეა, რომელიც მერიაში მოვიგე, თუმცა მერიამ არ იკმარა და გადააგზავნა სასამართლოში, ანუ შემდეგ ინსტანციაში წაიღო, რომ იქნებ მომიგონ ეს დავა და 2500-1500 ლარიანი ჯარიმები გადამახდევინონ. ახლა, 6000-7000 ლარის ჯარიმებზეა საუბარი, რაზეც საქმეები მიდის და რაზეც დამირეკეს და საქმის კურსში ჩამაყენეს. ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ გვეუბნება, რომ მიდის ავტორიტარიზმის გზით და საბჭოთა კავშირის დროს მიღებული კოდექსი, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, უკვე მეორედ ხორციელდება", – განაცხადა ფარულავამ.
სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. კანონს რეპრესიულად აფასებენ არასამათავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის ნაწილი. ცვლილებების მიღება გააკრიტიკა ამერიკის საელჩომაც.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს