
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა გოგნიაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ორივე მხარის გამოკითხვა მიმდინარეობს და ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პირია დაკავებული.
"მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს ადამიანების გამოკითხვა, როგორც ერთი მხარის ასევე მეორე მხარის. ამ ეტაპზე რამდენი ადამიანია დაკავებული ინფორმაცია არ გვაქვს, დამატებით კომენტარს გააკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეული დანაყოფის თანამშრომელი, მაქსიმალურად ვცდილობდით და ვაკეთებდით ყველაფერს, რომ შეხლა-შემოხლა არ ყოფილიყო. ჩვენ განვაიარაღეთ მაქსიმალურად სულ ყველა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საზოგადოებრივი მშვიდობა შეგვენარჩუნებინა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალიან ბევრი თანამშრომელია აქ ადგილზე, გუშინაც იყო, დღესაც არის და დღესაც ემატება ძალები. ვითარება განმუხტულია, დამშვიდდით, დაწყნარდით", – განაცხადა ლაშა გოგნიაშვილმა.
დმანისში ადგილობრივ აზერბაიჯანულ და ე.წ. ეკომიგრანტთა თემს შორის, დაპირისპირება დღეს, დილიდან განახლდა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს