“ყველაფერი სწორი ილაპარაკა ამ კაცმა, გარდა ამისა, ბოლოს თავის თავს შეეწინააღმდეგა”

ავტორი
Front News საქართველო
ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით მეოთხე პრეზიდენტის განცხადებას მესამე პრეზიდენტი ეხმაურება.
"ყველაფერი სწორი ილაპარაკა ამ კაცმა, გარდა ამისა, ბოლოს თავის თავს შეეწინააღმდეგა, ჯერ თქვა, რომ სხვის ჭკუაზე არ უნდა ვიაროთ და ჩვენი დემოკრატია ჩვენ თითონ უნდა ავაშენოთ და შემდეგ ბოლოში დაამატა, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" მოვა ხელისუფლებაში, ეს შეიძლება ვინმეს უცხოეთში არ მოეწონოს და ამიტომ უნდა მოვიდეს მესამე ძალა, რათა უცხოეთს მოეწონოს.
ჩემი აზრით, ქართველ ხალხს სჭირდება არა პარტიების და მათ როლზე ლაპარაკი ახლა, არამედ სჭირდება სრული ერთიანობა სიტუაციის შეცვლის კუთხით და შემდეგ ამ ჭაობიდან სწრაფად ამოსვლა.
"ნაციონალური მოძრაობის" გატოლება რაიმე სახით "ქართულ ოცნებასთან" არის გატოლება ღამის და დღის. "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა ისეთი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და მყარი განვითარება, რომ 9 წელი ანგრევს "ქართული ოცნება" და ბოლომდე მაინც ვერ დაანგრია. ყველამ უნდა დაანებოს თავი ამ მეთოდს ერთ პლანზე ორივეს დაყენების.
ჩვენ გვჭირდება ახლა, მართლაც ფართო კოალიციური შეთანხმება და კოალიციური მთავრობა არა იმის ხარჯზე, რომ ვინმემ ხელოვნურად ჩააჩოჩოს ის ძალა და ის ხალხი, ვინც შექმნა ქართული სახელმწიფო", – წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


