Logo

“ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ამნისტიაში მნიშვნელოვანი შემაკავებელი მექანიზმები ჩაიდოს”

საზოგადოება
1423
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ამნისტია 20 ივნისის ღამის ბრძანების გამცემებს და მოძალადე პოლიციელებს არ უნდა შეეხოს. 

"ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ამნისტიაში მნიშვნელოვანი შემაკავებელი მექანიზმები ჩაიდოს და არ გავრცელდეს იმ ადამიანებზე, ვინც დააშავა, ვინც თვალები დათხარა და ა.შ. მე ასე ვუყურებ ამას. თუ შევხედავთ მოცემულობით, უმრავლესობაშია "ქართული ოცნება' და წესით, რასაც დაარეგისტრირებენ და თითს დააჭერენ ის გავა, მაგრამ შევხედოთ, როგორი იქნება კანონპროტექტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სადოვო მუხლზე იყოს კონკრეტული დაზუსტება, ვის შეეხება, შეეხება თუ არა მომავალში ბრძანების გამცემებს და ა.შ", – განაცხადა დეკანოიძემ. 

თაგები:

Advertisement