Logo

“ყველაფერი უნდა ვაქციოთ იმ ინსტრუმენტად, რომელიც საქართველოს მოაშორებს ამ კიბოს”

საზოგადოება
457
Frontnews image description

"ყველაფერი რაც ეხება, მათ შორის ამ პარლამენტში მონაწილეობას იმისათვის, რომ რაღაცაში ეს გამოგვადგეს, უნდა ვკითხოთ ჩვენს ხალხს, თუ ხალხი ჩათვლის, რომ ესეც გამოსადეგარი რამაა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას", – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეიზდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. 

მისი თქმით, ამ ბრძოლაში არავის თვითმიზანი ან მიზანი პარლამენტში შესვლა არაა,  ამ ბრძოლის მიზანია, რომ მმართველმა გუნდმა თვითმმართველობის არჩევნებში 43% ვერ აიღოს და "არცერთი ნაბიჯით ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ, ეს არაა ზოგადი სიტყვები".

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას კიევში ვიზიტს, როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, "შეთანხმდენენ იმაზე, რომ ამ ბრძოლაში მიდიან ბოლომდე". 

"ეს ბრძოლა უნდა იყოს ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით, ყველაფერი უნდა ვაქციოთ იმ ინსტრუმენტად, რომელიც საქართველოს მოაშორებს ამ კიბოს", – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები