“ყველას დაგვხოცავენ, ყველასთან სათითაოდ მოვლენ, მათ შორის პოლიციელებთან, ვინც არ მოეწონებათ”

ავტორი
Front News საქართველო
“მთავარი არხის” ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი “ქართული ოცნების” დეპუტატს ვასილ ჩიგოგიძეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
“სხდომათა დარბაზში, როდესაც ჟურნალისტები შევედით, იმ დროს ვუთხარი: როგორ არ გრცხვენიათ-მეთქი და მინდოდა კითხვები დამესვა მისთვის. თურმე არ გვაქვს ამის უფლება. ფერდში მკრა, 46 კილო ვარ მე და ჩიგოგიძე არის ცენტნერი ან ტონა, არ ვიცი. წადი შე თხაო და ორ საფეხურიან კიბეზე ვიდექი და აკო მინაშვილმა დამიჭირა უკან. ახლა არ მაძლევენ უფლებას, მივიდე და ვკითხო: რა განიცადა, როგორ მოეწონა, როდესაც ჟურნალისტს ჩაარტყა. დიდ გულზე იყო, გამოვიდეს და დამენახოს ახლა. ჩვენი კოლეგა მოკლეს ამათ და ყველას დაგვხოცავენ, ყველასთან სათითაოდ მოვლენ, მათ შორის პოლიციელებთან, ვინც არ მოეწონებათ”,- განაცხადა ნენე დალაქიშვილმა.
ჩიგოგიძე ბრალდებებს უარყოფს.
თაგები:





