
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი დმანისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, დეპუტატი მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ ვითარების სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენებისგან.
"სამწუხარო ინციდენტი მოხდა გუშინ საღამოს დმანისში. კიდევ უფრო სამწუხაროა ის გამოხმაურებები, რომელიც სოციალურ ქსელებში მოჰყვა აღნიშნულ ფაქტს.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს პოლიცია, რომელიც ახორციელებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს და იმედი მაქვს, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, უმოკლეს ვადებში იქნება იდენტიფიცირებული და კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
ამასთან ერთად, ყველას მინდა მოვუწოდო, თავი შეიკავოს შექმნილი ვითარების პოლიტიკური, თუ სხვა მიზნებისთვის გამოყენებისგან“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.
16 მაისს დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩხუბში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ პირველადი დახმარება გაეწიათ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს